შ.პ.ს "ზავოლი" გთავაზობთ  საგარანტიო მომსახურებას 18 თვის მანძილზე, ან გაზზე ნამუშავერი 1000 საათის განმავლობაში(50000კმ). გარანტია ვრცელდება საქართველოში არსებულ ყველა ზავოლის ოფიციალურ ფილიალებში უფასო სერვისზე, მიუხედავად იმისა თუ რომელ ფილიალში დაინსტალირდა ზავოლის აპარატურა. ყველა ფილიალის ინჟინრებს გააჩნიათ ზავოლის ავტორიზებული ინსტალატორის სერთიფიკატი და მონტაჟი ხორციელდება ყველა სტანდარტის უმკაცრესი დაცვით. ჩვენს მიერ დამონტაჟებული აპარატურის ყველა შემადგენელი ნაწილი არის მხოლოდ ზავოლის ბრენდის და შემოწმებულია ზავოლის უახლესი ტიპის ლაბორატორიებში. გარანტია მოქმედებს ზავოლის აპარატურის ყველა დეტალზე, რომელიც დამონტაჟდება ავტომობილზე, ფილტრების და დაბინძურებული ინჟექტორების  გარდა.  კლიენტი ვალდებულია საგარანტიო ვადის პერიოდში ყოველ 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგ მოვიდეს ზავოლის სერვის ცენტრში და შეცვალოს გაზის ფილტრი, რომ არ დაბინძურდეს ინჟექტორები და სისტემა. ასევე ჩვენი კომპანიის ინჟინერი გადაამოწმებს სისტემას და ჩაუტარებს ტექნიკურ დათვალიერებას აპარატურას.  აპარატურის ყველა დეტალში ასახულია უმაღლესი ხარისხი და ჩვენი პრიორიტეტია კმაყოფილი მომხმარებელი. დღეისათვის მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში(ცენტრალური ოფისი), გორში და თელავში.(იხილეთ გვერდი "კონტაქტი")  

 

სამუშაო საათები 10:00 -დან 19:00 საათამდე ყოველდღე, კვირის გარდა.