შ.პ.ს \"ზავოლი\" არის იტალიური კომპანია \"ZAVOLI S.R.L\" (WWW.ZAVOLI.COM) -ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია ზავოლი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ძრავის მქონე ავტომობილების გადაყვანას თხევად და ბუნებრივ აირზე უახლესი ტექნოლოოგით და მაქსიმალურ ეკონომიას საწვავზე 50% დღევანდელი ფასების გათვალისწინებით. შ.პ.ს ზავოლიმ საქართველოში მოიწვია იტალიელი ინჟინრები და ორგანიზება გაუწია ქართველი ინჟინრების ტრენინგებსა და გადამზადებას, მათ გააჩნიათ ავტორიზებული და ოფიციალური ინსტალატორის სერთიფიკატები  კომპანია \"ZAVOLI S.R.L\" -ისგან, რაც განაპირობებს აპარატურის ინსტალაციის უმაღლეს ხარისხს და მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ზავოლის ყველა ტიპის აპარატურის იმპორტი ხდება მხოლოდ სრული კომპლექტაციით იტალიიდან ზავოლის წარმოებიდან, ანუ აპარატურის ყველა შემადგენელი დეტალი არის იტალიური წარმოების და თითოეულ მათგანში ასახულია ზავოლის უმაღლესი ხარისხი. კომპანია სისტემის ყველა კომპონენტს თავად აწარმოებს, რაც მნიშვნელოვანი პრივილეგიაა სხვა ბრენდებთან შედარებით (რომლებსაც კომპლექტი შექმნილი აქვთ სხვადასხვა მწარმოებლების კომპონენტებით და თვითონ მწარმოებლები  არ არიან და რეალურად გადამყიდველებს წარმოადგენენ), რაც უზრუნველყოფს სისტემის როგორც ერთიანი ორგანიზმის ზუსტად მუშაობას ავტომობილზე. ყველა ნაწილი რომელიც ავტომობილზე მონტაჟდება შემოწმებას გადის ზავოლის უახლესი ტიპის ლაბორატორიებში. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად კმაყოფილი მომხმარებელი და გთავაზობთ  საგარანტიო მომსახურებას  თბილისის, გორის და თელავის ფილიალებში (იხილეთ გვერდი \"კონტაქტი\").გარანტია  ვრცელდება 1000 საათის განმავლობაში გაზზე მუშაობისას. (დაახლოვებით 40000-60000 კმ)დაწვრილებით ინფორმაცია ზავოლის აპარატურის და მისი უპირატესობის შესახებ იხილეთ გვერდზე \"პროდუქცია\"

 

       \"ZAVOLI S.R.L\" არის იტალიური კომპანია, რომელიც დაარსდა ქალაქ ჩეზენაში. იგი ლიდრია საავტომობილო ინდუსტრიაში LPG(თხევადი გაზი) და CNG(ბუნებრივი გაზი) აღჭურვილობების წარმოებასა და მარკეტინგში.  კომპანია \"ZAVOLI S.R.L\" დაარსდა 1993 წელს და იქიდან მოყოლებული მოკლე დროის პერიოდში მოახერხა გამხდარიყო ერთერთი  მოწინავე კომპანია თავის სფეროში.  კვლევები და განვითარება, ინოვაციები და მაღალი ხარისხი ეს ის პრინციპებია, რომელიც კომპანიის უპირველესი პრეროგატივაა. კომპანია  \"ZAVOLI S.R.L\"-ში მუშაობა მიმდინარეობს , სამ ერთმანეთისგან გამოყოფილ შენობაში და ჯამში მათი ფართობი დაახლოებით 10,000 კვ.მ-ია, რომლისგანაც 5,000 კვ.მ ზე განთავსებულია ავტომატური დანადგარების ხაზები პროდუქციის წარმოებისათვის.  კომპანია წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 200,000  LPG(თხევადი გაზი)  და CNG(ბუნებრივი გაზი) კონვერტაციის სისტემებს. იხილეთ ქარხნის ვიდეო, იტალია, ქალაქი ჩეზენა.