Bora OBD Kit 6 Cylinders

ZAVOLI იტალიური ბრენდია (www.zavoli.com). ZAVOLI  BORA წარმოადგენს კომპანია ზავოლის უახლესი ტიპის თხევადი(LPG) და ბუნებრივი აირის(CNG)  აპარატურას, რომელიც იდეალურად არის მორგებული შეფრქვევის სისტემის ტიპის ძრავებზე და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიას საწვავზე  50% (დღევანდელი ფასების გათვალისწინებით ანუ 1 ლიტრი თხევადი გაზი, რომლის ფასია 1.10 ლარი უდრის 900 გრამ ბენზინს) და ასევე გარემოს ეკოლოგიას, რადგან მას თითქმის არ გააჩნია გამონაბოლქვი ( CO ) და გაზი (CNG, LPG) იწვის 100% ით. ზავოლი არის მონო ბრენდული კომპანია და იგი  სისტემის ყველა კომპონენტს თავად აწარმოებს მის კუთვნილ ლაბორატორიებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგიაა სხვა ბრენდებთან შედარებით (რომელებსაც კომპლექტი შექმნილი აქვთ სხვადასხვა მწარმოებლების კომპონენტებით და თვითონ მწარმოებლები არ არიან, ქმნიან ნაკრებს და რეალურად გადამყიდველებს წარმოადგენენ ზავოლისგან განსხვავებით), და ზავოლი  უზრუნველყოფს სისტემის, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის 100%  იდეალურ მუშაობას. მისი LPG(თხევადი) და CNG(ბუნებრივი) გაზის სისტემები და აღჭურვილობა დღესდღეობითაც ერთგულად ემსახურება მის მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით ( 40 ქვეყანაზე მეტი ). იმისათვის რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე ავტომობილების მოთხოვნები და გაუზიაროს მომხმარებელს თავისი გამოცდილება, კომპანიამ წარადგინა თავისი კუთვნილი ახალი BORA -ს  ტექნოლოგია, რომელიც დამუშავებულია ზავოლის ლაბორატორიებში, იტალიაში, ქალაქ ჩეზენაში.

ძლიერი მიკროპროცესორები საშუალებას აძლევს ბორას ტექნოლოგიას მოახდინოს უფრო სწრაფი  გამოანგარიშება და რეგულირება, მას გააჩნია ძლიერი გაზის  სტრატეგიები, რაც განაპირობებს უფრო მეტ სიმძლავრეს და ეკონომიას.  ბორას  ტექნოლოგია მაქსიმალურად სარგებლიანს ხდის ახალი (JET V2 INJECTOR) ინჟექტორების პოტენციალს, სთავაზობს უსწრაფეს და ყველაზე ზუსტ ინექციის დროს და აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ ძრავებს.  ბორას ახალი ტექნოლოგია აკმაყოფილებს ევროპულ თანამედროვე სტანდარტებს და აქვს R110, R67 და R115 სეტირთიფიკატი. ზავოლის აპარატურის ყველა დეტალში ასახულია უმაღლესი ხარისხი. ზავოლი ბორას ახალი ტიპის უსწრაფესი ინჟექტორი(JET V2 INJECTOR) არის მემბრანული სისტემის, მისი პულსაციის ანუ გაზის შეფრქვევის სიჩქარე შეადგენს 1,8 მილი წამს, რაც 5-ჯერ უფრო სწრაფია სხვა კონკურენტი კომპანიების ინჟექტორებთან შედარებით და აკმაყოფილებს ნებისმიერი სიმძლავრის ძრავის მოთხოვნილებას.(mercedes 5.0 ,  5.5, bmw 4.8 i, bmw 4.4 valvetronic, range rover super charged 4.2, porsche cayenne, subaru turbo-biturbo, compressor  და სხვა) ასევე ზავოლის ინჟექტორი არ გამოსცემს შემაწუხებელ ხმას, მუშაობს ხახუნის გარეშე მემბრანის ხარჯზე, არ განიცდის ცვეთას და აქვს ძალიან დიდი რესურსი, კერძოდ 250 000კმ და მეტი. ზავოლის  ინჟექტორების დამონტაჟება შესაძლებელია სათითაოდ ცალ ცალკე კოლექტორთან(სეპარატულად), რომ გაზის მილი იყოს მოკლე ინჟექტორსა და კოლექტორს შორის, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე ს და ე კ ო ნ ო მ ი ა ს.  ასევე ზავოლი ბორას უახლეს რედუქტორს გააჩნია  გაზის ორი გამომავალი მილი და მისი შეერთება ინჟექტორებთან ხდება წრედული სისტემით, რაც გამორიცხავს წნევის ვარდნას და ერთი რედუქტორი აკმაყოფილებს 400 ცხენის ძალამდე სიმძლავრის ძრავის მოთხოვნილებას. იგი უზრუნველყოფს ძრავის 100% გამართულ მუშაობას. ამ ტექნოლოგიების ხარჯზე ძრავი მუშაობს გაზზე თითქმის იგივე სიმძლავრით, როგორც ბენზინზე, სიმძლავრის განსხვავება PETROL vs CNG 0% დან 5% მდე და თხევადის შემთხვევაში სხვაობა PETROL VS LPG 0% ზავოლი ბორას უახლესი ტექნოლოგიის დამსახურებით აპარატურის ინსტალირება შესაძლებელია სპორტული ტიპის ძრავებზე. ზავოლი ბორას აპარატურა აღჭურვილია OBD სისტემით, რომელიც ძალიან კარგად თავსებადია მანქანის კომპიუტერის სადიაგნოსტიკო სისტემასთან(OBD) და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს ძრავის მუშაობას გაზზე იმავე სიზუსტით, როგორც მუშაობდა ძრავი ბენზინზე. ამიტომ გაზზე მუშაობის დროს ყველა პარამეტრი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს და ავტომობილი არ ანთებს "CHECK ENGINE" ნათურას. ჩვენს საიტზე მოცემულ ვიდეოებში დრიფტს ასრულებენ ZAVOLI BORA გაზის სისტემით აღჭურვილი სპორტული ავტომობილები. ჩვენს კომპანიაში აპარატურა ინსტალირდება  ევრო სტანდარტების და ყველა უსაფრთხოების წესების უმკაცრესი დაცვით ზავოლის სერთიფიცირებული ინჟინრების მიერ. 

 

 

 
 
Code    Description
893KINJ-6S    Bora OBD super kit 6 cylinders



შემადგენელი ნაწილები


META reducers
Jet Injectors
CNG solenoid valve VM3/E-BJ (Benjo)
Filling valve 'SOL NGV1' univers.
Level Sensor Resistive CNG
Bora OBD Ecu 5-6-8 Cylinder (GP2012)
Gas Filters ZWA CZAJA
Supports Kit
PTS Sensor - Bassa Pressione
Standard Bag of Fittings
Canvas-Clad Minimum Pipe d. 5x11
Canvas-Clad Minimum Pipe d. 5x11
Gas Pipe d. 10x17
Water Pipe d. 8x15
Copper Pipe d. 6